ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს სი ძინპინის მოლაპარაკებებში ჩართვის მიზანშეწონილობაზე ესაუბრა – „სი ძინპინს პუტინზე გავლენა აქვს“

09:34, 23.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან ისაუბრა იმაზე, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ჩართვა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს.

„მე პრეზიდენტს სრულიად გულახდილად ვუთხარი, რომ ჩვენი აზრით, თუ ის პრეზიდენტ სისაც ჩართავს, მას პუტინზე გავლენა აქვს. თუ გვინდა, რომ ეს ომი მხოლოდ სიტყვებით კი არა, რეალურად დავასრულოთ, მაშინ ხალხის გულისთვის, ამაზე ყველამ 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 23-25 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მსგავსი