ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს „პეტრიოტის“ სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დავოსში დონალდ ტრამპს „პეტრიოტის“ სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა.
„საათზე მეტხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივიღე, არ ვიტყვი, რა რაოდენობის, PAC-3-ის რაკეტები „პეტრიოტებისთვის““, – განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ PAC-3 ტიპის რაკეტები „პეტრიოტის“ სისტემებისთვის ერთადერთი შეიარაღებაა უკრაინულ არსენალში, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია და პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ რაკეტების დეფიციტი აქვთ.