ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დავოსში დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს მოიტანს და შეთანხმების შესახებ დოკუმენტი მზად იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დავოსში დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს მოიტანს და შეთანხმების შესახებ დოკუმენტი მზად იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში შესახვედრად საკუთარ პირობებს ასახელებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად თუ კონკრეტული შედეგები იქნება, შეხვედრა შედგება.

„ჩვენი გუნდები თუ ამაზე ისაუბრებენ, მაშინ შეხვედრა შედგება. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები გარკვეული შედეგებით. რა თქმა უნდა, ამერიკასთან შეხვედრები ყოველთვის კონკრეტული შედეგებით – უკრაინის გაძლიერების ან ომის დასრულების მოახლოების მიზნით უნდა დასრულდეს. თუ დოკუმენტები მზად იქნება, ჩვენ შევხვდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.