ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები უკრაინას არამომგებიანი შედეგებით „მშვიდობისკენ“ უბიძგებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები უკრაინას არამომგებიანი შედეგებით „მშვიდობისკენ“ უბიძგებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები უკრაინას მისთვის არამომგებიანი შედეგებით „მშვიდობისკენ“ უბიძგებენ. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მსოფლიოში იზრდება ომთან დაკავშირებული დაღლილობა და ადამიანებს სურთ რამე შედეგი თავისთვის, ამიტომ უკრაინას უბიძგებენ რუსეთთან მოლაპარაკებების მისთვის არამომგებიანი შედეგისკენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის მსგავს მოლაპარაკებებს არავისთან აწარმოებს.

„არანაირი მოლაპარაკებები გეგმების შესახებ მე არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები დღეს ნულის დონეზეა. ყველას ძალიან უნდა, მაქსიმალურად გვიბიძგონ ჩვენთვის ნამდვილად არასასურველი შედეგისკენ, რადგან ჩვენთვის ჯერ არაფერი უკითხავთ, ხოლო მომგებიანია ამა თუ იმ მხარისთვის, რომლებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს სურთ რამე შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება რამე შედეგი ჩვენთვის. ამ ომის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული სტრუქტურები ჩვენთვის დადებითი შედეგებით, მე მათთან არ განმიხილავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.