ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის კონტროლიდან 2 000 უკრაინელი ბავშვი სახლში დაბრუნდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ BringKidsBackUA-ს ინიციატივის ფარგლებში რუსეთის კონტროლიდან 2 000 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა სახლში.
„თითოეულის დაბრუნება შესაძლებელი გახდა ჩვენი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ყოველდღიური ძალისხმევის წყალობით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება, რადგან ათასობით უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტყვეობაში რჩება.
„არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა უკრაინელი ბავშვი სახლში არ დაბრუნდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
Today, we have achieved a significant result – two thousand Ukrainian children have been brought home from under Russia’s control through the @BringKidsBackUA initiative.
Each of these returns was made possible thanks to the daily efforts of our people, civil society… pic.twitter.com/6JVKMfZ1T1
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 17, 2026