ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შეხვედრის გამართვას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს

22:40, 04.10.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შეხვედრის გამართვას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს.

მისი თქმით, შეხვედრა ტექნიკურ დონეზე გაიმართება.

„ამჟამად აშშ-ის მხარე კონტაქტზეა უკრაინასა და რუსეთთან და ოქტომბრის ბოლომდე სამმხრივ ფორმატში, ტექნიკურ დონეზე გარკვეული შეხვედრის გამართვას გვთავაზობს. დავუდასტურე მათ, რომ ჩვენი მხარე მზად არის, ოქტომბრის ბოლომდე ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც აშშ-ის მხარე შემოგვთავაზებს. ისინი ამას რუსეთის მხარეს შესთავაზებენ, ან შესაძლოა, უკვე შესთავაზეს კიდეც, ზუსტად არ ვიცი, მოვლენები რა თანმიმდევრობით ვითარდება. დაველოდებით და ვნახავთ. ჩვენ მოლაპარაკებების მიმართ პოზიტიურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი