ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანტიკორუფციულ ორგანოებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენთან არ უსაუბრია
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანტიკორუფციულ ორგანოებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენთან არ უსაუბრია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ მას ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან არ უსაუბრია.

მანამდე ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს დაურეკა, რათა გამოეხატა თავისი „ძლიერი შეშფოთება“ და მოეთხოვა „განმარტებები“ უკრაინის ორი ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შესუსტების თაობაზე.

„ბოლო დღეების განმავლობაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან არ მისაუბრია. ყველაფერი, რაც ამის შესახებ დაიწერა, ყველაფერი, რაც მან, სავარაუდოდ, მითხრა, ყალბია. ჩვენ საუბარი არ გვქონია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.