ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანდრეი სიბიგასთან ზოგიერთი საელჩოს ხელმძღვანელის შეცვლა შეათანხმა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ზოგიერთი საელჩოს ხელმძღვანელის შეცვლა შეათანხმა. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამარხში წერს.
პრეზიდენტის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინული დიპლომატიური მისიების 80-ზე მეტ ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა ზაპოროჟიეში, რა დროსაც ოლქის ხელმძღვანელთან განიხილეს, რა უნდა იყოს საკვანძო პრიორიტეტები პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობაში.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ეს არის იარაღის მიწოდებისა და მისი წარმოების განვითარების ელემენტები, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების აღდგენის პროექტები, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და რუსული აქტივების გამოსაყენებლად ქმედითი იურიდიული მექანიზმები.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ, სიბიგასთან ერთად, შეათანხმა ზოგიერთ საელჩოში ხელმძღვანელების შეცვლა.