ვოლოდიმირ ზელენსკი ​- უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა
ვოლოდიმირ ზელენსკი ​- უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება.

„უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა დღეს უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სამხედრო ობიექტი. გამორთული ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკსა და სუმიში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ წუთებამდე არ მიეწოდება. კარგად წაიკითხეთ ტუჩებით: გაზის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სინათლის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. წყლისა და საკვების გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არაა ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორიც თქვენთან „მეგობრობა და ძმობა“. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები და რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით – თქვენ გარეშე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხარკოვს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.