ვოლოდიმირ ზელენსკი -​ ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსად, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსული სამხედრო დანაშაული, კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს
ვოლოდიმირ ზელენსკი -​ ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსად, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსული სამხედრო დანაშაული, კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა არის რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული, რომელშიც მონაწილე ყველა ადამიანი პასუხს აგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ისე ჩქარობდნენ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინულ ძალებზე, რომ შემთხვევით რუსეთი დაადანაშაულეს.

„სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრამატორსკზე დარტყმა განხორციელდა ჯერ კიდევ მაშინაც, როცა რაკეტები ჰაერში იყო. მსოფლიოს ყველა წამყვანმა სახელმწიფომ უკვე დაგმო რუსეთის თავდასხმა კრამატორსკზე. ჩვენ ველით ძლიერ გლობალურ პასუხს ამ ომის დანაშაულზე. ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსად, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსული სამხედრო დანაშაული, კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. მსოფლიოს ყველა ძალა იქნება მიმართული, რომ წუთობრივად დაადგინონ, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ბრძანება გასცა. პასუხისმგებლობა გარდაუვალია. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება დასრულდეს თავისუფლების გამარჯვებით ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრი ფიქრობს, თუ უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.