ვოლოდიმირ ზელენესკი - თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება, მზად ვართ არჩევნების ჩასატარებლად, თუნდაც ეს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით რთული იყოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს.
მისი თქმით, არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს.
„მზად ვართ, თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება, თუნდაც ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით ეს რთული იყოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
მან ასევე განმარტა, რომ არჩევნები მხოლოდ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და უსაფრთხოების გარანტიებით არის შესაძლებელი.
„ჩვენ შეგვიძლია არჩევნების ჩატარება, თუ ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად და უსაფრთხოების გარანტიებით შევძლებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები – 2024 წლის გაზაფხულზე. თუმცა საომარი მოქმედებების გამო ორივე არჩევნები გადაიდო.
როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს ნებისმიერი არჩევნების ჩატარებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს.