ვოლკოვმა „გაბალა“ დატოვა და „ზირაში“ გადავიდა
ვოლკოვმა „გაბალა“ დატოვა და „ზირაში“ გადავიდა
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში კლუბი შეიცვალა. პრემიერლიგის „გაბალას“ ქართველი თავდამსხმელი ამიერიდან „ზირას“ ფორმას მოირგებს – ინფორმაციას „ზირას“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„ჩვენი გუნდი ახალი მოთამაშით გაძლიერებდა. დედაქალაქის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს დავით ვოლკოვთან, რომელმაც დღეს „გაბალას“ დაემშვიდობა. 24 წლის ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტი წელიწადნახევარით გაფორმდა“ – წერს „ზირას“ ოფიციალური გვერდი.
ვოლკოვმა კარიერა დაიწყო „გაგრაში“ (2012-2013), იყო თბილისის „დინამოს“ (2013-2016), საჩხერეს „ჩიხურას“ (2016) და ბოლნისის „სიონის“ (2016) მოთამაშე, ხოლო აზერბაიჯანში „საბურთალოდან“ გადავიდა, რომლის ფორმასაც 2017-2018 წლებში იცავდა. თავდამსხმელს კვლავ ეძახდნენ. დათოს უცხოეთში მანამდეც უთამაშია – 2017 წელს სერბულ კლუბ „ზემუნში“ გამოდიოდა.