ვოლკანოვსკის თქმით, მის წონით დივიზიონში ერთადერთი რეალური მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოვეია
ვოლკანოვსკის თქმით, მის წონით დივიზიონში ერთადერთი რეალური მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოვეია

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (featherweight) ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ტიტულის პირველად დაცვას სავარაუდოდ მშობლიურ ავსტრალიაში UFC 251-ის ფარგლებში დაიცავს.

ვოლკანოვსკიმ ქამარი UFC 251-ზე მაქს ჰოლოვეის დამარცხებით მოიპოვა. მას შემდეგ ავსტრალიელ მებრძოლს ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი თქმის ის მზადაა ზაფხულში ჰოლოვეისთან რემატჩის გასამართად.

„გეგმა სწორედ ეს არის. რატომ უნდა მოვიცადო კიდევ რამდენიმე თვე, როდესაც შემიძლია მშობლიურ ქვეყანაში დავიცვა ტიტული. დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრალიელ გულშემატკივარს ეს ძალიან მოეწონება. სიმართლე გითხრათ ჯერჯერობით არ ვიცი თუ ვინ იქნება ჩემი მეტოქე, თუმცა ჩემი აზრით ერთადერთი რეალური კანდიდატი სატიტულო ბრძოლის კვლავ მაქს ჰოლოვეია. ეს დივიზიონისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება.” – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.