ვოლგოგრადული გამოცემა - დავითაშვილი „როტორთან“ კავშირს ინარჩუნებს #1TVSPORT
ვოლგოგრადული გამოცემა - დავითაშვილი „როტორთან“ კავშირს ინარჩუნებს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილს ვოლგოგრადის „როტორთან“ იჯარა დაუსრულდა და ყაზანის „რუბინში“ დაბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლება ეკუთვნის. გამოცემა „კპ ვოლგოგრადის“ სპორტული მიმომხილველის შეფასებით, 20 წლის ქართველი შემტევი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

„გასულ სეზონში ვოლგოგრადის კლუბის ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელი ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი იყო. გუნდში ყველაზე მეტი დარტყმა მის ანგარიშზეა – 44. „როტორის“ ყოველი მეექვსე მცდელობა, გაეტანა გოლი, ქართველზე მოდიოდა. ის ასევე იყო გუნდის ლიდერი დრიბლინგების რაოდენობით. ასეთი შემტევი უნარებით, ზურიკომ გოლი ვერ გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ გულშემატკივრებს ის არასტანდარტული მოქმედებებით ნამდვილად დაამახსოვრდათ“, – წერს გამოცემა.

„კპ ვოლგოგრადის“ სპორტული მიმომხილველი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართველ ნახევარმცველს ვოლგოგრადულ კლუბთან კავშირი არ გაუწყვეტია: „დავითაშვილი დაბრუნდა ყაზანში, სადაც მას მოუწევს ლეონიდ სლუცკის „რუბინში” თავის დამკვიდრება – იქნებ, გატანა მისი ხელმძღვანელობით დაიწყოს, მაგრამ ის ვოლგოგრადის კლუბთან კვლავ კავშირშია“.