„ვოლფსბურგის“ ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა
„ვოლფსბურგის“ ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

„ვოლფსბურგის“ მოთამაშეს, კევინ მბაბუს კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითია, – იუწყება გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

25 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი სახლში იმკურნალებს და ორი კვირის განმავლობაში იზოლაციაში იქნება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კევინ მბაბუ „ვოლფსბურგს“ ევროპის ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ვერ დაეხმარება, სადაც გერმანელები „შახტიორს“ დაუპირისპირდებიან.

2019/20 წლების სეზონში კევინ მბაბუმ „მგლების“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.