„ვოლ სთრით ჯორნალის” ინფორმაციით, ისრაელი ბოლო პერიოდში თავს დაესხა სულ მცირე ათ ირანულ გემს
„ვოლ სთრით ჯორნალის” ინფორმაციით, ისრაელი ბოლო პერიოდში თავს დაესხა სულ მცირე ათ ირანულ გემს

ისრაელი ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავს დაესხა სულ მცირე ათ ირანულ გემს, რომლებსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 2019 წლის ბოლოდან, ისრაელმა ირანული გემების წინააღმდეგ შეიარაღება, მათ შორის წყალქვეშა ნაღმები, წითელ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა რაიონებში გამოიყენა.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ისრაელი შიშობს, რომ ნავთობისგან მიღებულ შემოსავლებს ირანი ახლო აღმოსავლეთში ექსტრემიზმის დასაფინანსებლად იყენებს.

დატოვე კომენტარი