„ვოლ სთრით ჯორნალი“ - თეთრი სახლი 320 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალის ისრაელისთვის გადაცემას გეგმავს
თეთრი სახლი 320 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალის ისრაელისთვის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, საუბარია მაღალი სიზუსტის ბომბებზე.
„ვოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 31 ოქტომბერს გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება კონგრესის ლიდერებს Spice Family Gliding Bomb Assemblies-ის ისრაელისთვის გადაცემის შესახებ.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ იარაღის მწარმოებელი Rafael USA ბომბებს გადასცემს თავის ისრაელელ მშობელ კომპანიას, Rafael Advanced Defense Systems-ს, რათა შემდეგ იარაღი ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს.