„ვოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ დაახლოებით 2 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს ისრაელში
აშშ დაახლოებით 2 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს ისრაელში, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ანონიმური წყარო გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან.