ვლადიმირ ზელესნკი ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს, ასევე  დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა
ვლადიმირ ზელესნკი ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს, ასევე დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელესნკი დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო რეფორმებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, დიპლომატებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტს ამბიციური რეფორმების პროგრამის შესრულებაში.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ.