ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმის დაბრუნება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებითა და ძლიერი არმიით არის შესაძლებელი
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმის დაბრუნება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებითა და ძლიერი არმიით არის შესაძლებელი

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ყირიმის დაბრუნებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „რადიო თავისუფლების“ უკრაინის ბიუროსთან ისაუბრა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმის დაბრუნება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებითა და ძლიერი არმიით არის შესაძლებელი.

ამასთან ვლადიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმისთვის „შტაინმაიერის ფორმულა“ არ არსებობს.

„არ არსებობს ასეთი ფორმულა. ეს ძალიან რთული ისტორიაა. აქ უკრაინა დამოუკიდებლად ვერაფერს გახდება. საჭიროა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა. გარდა ამისა, უნდა გვყავდეს უფრო ძლიერი არმია. პატივს ვცემთ ჩვენს სამხედროებს, თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, საჭიროა უფრო ძლიერები ვიყოთ, რომ არა მხოლოდ დიპლომატიამ იმუშაოს, არამედ არმიაც ძლიერი გვყავდეს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი