ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე მუშაობს, რათა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი შედგეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მუშაობს, რათა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი შედგეს.
როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა გაამყაროს ურთიერთობა.
„ჩვენ უნდა გავამყაროთ აშშ-თან ურთიერთობა. გვქონდა წამყვან ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა. ჩვენ ველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს უკრაინაში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ..
აშშ-ზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ასევ აღნიშნა, რომ არ აპირებს 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას.
„თავად აირჩიეთ თქვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს და დაამატა, რომ იმედს იტოვებს, არც უკრაინის არჩევნებში ჩაერევა რომელიმე ქვეყანა.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს პრესმარათონს მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხებს.