ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის დროს 81 უკრაინელი გაათავისუფლეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის დროს 81 უკრაინელი გაათავისუფლეს.
„არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას ეწოდოს დიდი გამარჯვება. მთავარია, რომ ეს ადამიანები სახლებში არიან. ეს ნორმანდიული ოთხეულის შეთანხმების პირველი ნაწილია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულდა. ტყვეების გაცვლის პროცესს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ეუთო აკვირდებოდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში დონბასში ტყვეების გაცვლა პირველად მოხდა.