ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერსია, რომ უკრაინული თვითმფრინავი რაკეტამ ჩამოაგდო, გამორიცხული არ არის 
ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერსია, რომ უკრაინული თვითმფრინავი რაკეტამ ჩამოაგდო, გამორიცხული არ არის 

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერსია თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებასთან დაკავშირებით გამორიცხული არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა ჯერ არც დადასტურებულია.

სოციალური ქსელის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტმა იმ სახელმწიფოებს მიმართა, რომლებმაც მედიის საშუალებით განაცხადეს, რომ აღნიშნული ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ ქვეყნებს სთხოვა, რომ ეს ცნობები უკრაინას მიაწოდონ. შესაბამისი თხოვნით ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას და დიდ ბრიტანეთს მიმართა.

სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ უკრაინელი ექსპერტები გამოძიების პროცესში ჩართულნი არიან. ისინი უკვე თეირანში იმყოფებიან.

სამგზავრო თვითმფრინავი, ბოინგ 737 8 იანვარს თეირანი-კიევის რეისს ახორციელებდა. ის აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე სულ 176 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი