ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ ტუპიცკისთვის ორი თვით უფლებამოსილების შეჩერების განკარგულებას მოაწერა ხელი
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ ტუპიცკისთვის ორი თვით უფლებამოსილების შეჩერების განკარგულებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ ტუპიცკისთვის ორი თვით უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ხელს ვაწერ აღნიშნულ განკარგულებას სამართლიანობის აღდგენისა და საკონსტიტუციო კრიზისის გადაწყვეტისთვის“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის განკარგულებას წინ უძღვოდა უკრაინის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ტუპიცსკისთვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერების შესახებ.

ტუპიცკი ეჭვმიტანილია მოწმის მოსყიდვასა და სასამართლოს შეცდომაში შეყვანაში.

საკონსტიტუციო სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ფედორ ვენისლავსკიმ აღნიშნა, რომ ტუპიცკისთვის უფლებამოსილების შეჩერება არის დროებითი ზომა, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში სოციალური პლენარული სხდომა გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სპეციალურ პლენარულ სხდომაზე და ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს არც ერთ სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს.

უკრაინაში საკონსტიტუციო კრიზისის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გარკვეული ანტიკორუფციული კანონების გაუქმების გადაწყვეტილება.

დატოვე კომენტარი