უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
„უკრაინის ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
რუსეთმა განახორციელა დარტყმები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.