ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა
ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვყავს, ყველას ჰყავს ბავშვები. დაუბრუნეთ ბავშვები თავის მშობლებს“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგზე. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისეთ მოქმედებაში დაადანაშაულა, რის გამოც შესაძლოა მეზღვაურების გათავისუფლების პროცესი ჩაიშალოს.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ჩვენ საერთაშორისო ნაბიჯებზე ინფორმაცია ინტერნეტიდან მივიღე. მე ვსაუბრობ რუსეთისგან მიღებულ ნოტაზე და ასევე იმ ნოტაზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს გაუგზავნა. ბატონმა კლიმკინმა საჭიროდ არ ჩათვალა, რომ მსგავსი საკითხები ქვეყნის პრეზიდენტთან განეხილა“, – თქვა ზელენსკიმ.

გაერო-ს ტრიბუნალმა რუსეთს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს ბრძანების შესრულებაზე ინფორმაცია სასამართლოსთვის 25 ივნისამდე უნდა მიეწოდებინა.

რუსეთმა 25 ივნისს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს და უკრაინას ნოტა გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ 24 მეზღვაურის სასამართლო პროცესი გრძელდება, თუმცა რუსეთი მზადაა, შემხვედრი ნაბიჯებისთვის.

2018 წლის 25 ნოემბერს, რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.