ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა
ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პარლამენტში დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი წარადგინა.

კანონპროექტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ახალი ჩამონათვალის შემოღებას ითვალისწინებს, როგორიცაა: საზოგადოება, ოლქი, რეგიონი, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა. ამასთან, „საზოგადოება“ განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი სუბიექტი და იურიდიული პირი.

კანონპროექტით ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური საფუძველი. ამავე დროს, შემოთავაზებულია იმის განსაზღვრა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების პროპორციულობას და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებს.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენლის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებით, კანონპროექტზე ცხარე დისკუსიები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც დეცენტრალიზაციას რეალურს ხდის.