ვლადიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლა

14:04, 11.02.2020

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბოგდანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლების მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ბოგდანი აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის 21 მაისს დაინიშნა.

ბოგდანი წინაასაარჩევნო პერიოდში, ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველი იყო.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბოგდანმა განაცხადა, რომ სწორედ მან დაარწმუნა ზელენსკი, საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.

მსგავსი