ვლადიმირ ზელენსკიმ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

16:29, 03.05.2021

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პირველ პირებთან ერთად თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

ეს დოკუმენტი პოლონეთის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 230-ე წლისთავის აღსანიშნავად გაფორმდა.

შესაბამისად, დოკუმენტში მითითებულია, რომ ხუთი ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან ვარშავაში, რათა ერთობლივად აღნიშნონ ეს დღე.

მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპის კარი ღია უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნისა და ხალხისთვის, რომლებიც იზიარებენ თავისუფლების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებებს.

მსგავსი