ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპს სთხოვა, უკრაინის კორუმპირებულ ქვეყნად მოხსენიება შეეწყვიტა
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპს სთხოვა, უკრაინის კორუმპირებულ ქვეყნად მოხსენიება შეეწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს,  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მან ტრამპს სთხოვა, შეეწყვიტა უკრაინის კორუმპირებულ ქვეყნად მოხსენიება.

„მე მას ვუთხარი, შემოგვხედეთ, ნუთუ ვგავართ კორუმპირებულებს? ძალიან გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, თეთრმა სახლმა თქვენს რიტორიკაში ეს იმიჯი შეცვალოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნიუ იორკში მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის ძალიან კარგი შეხვედრა შედგა.

დატოვე კომენტარი