ვლადიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია
ვლადიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია. ეს განცხადება ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი და ბაიდენის შეხვედრა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მოხდება.

მიწვევა მიიღო ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის შეხვედრა რა ფორმატში შედგება.

„როგორც კი დავბრუნდები ამ მოწვევას პრეზიდენტ ბაიდენს გადავცემ. პანდემიის გათვალისწინებით, ვიპოვით შესაფერის დროს, როცა შევძლებთ უკრაინაში ჩამოსვლას“, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.