ვლადიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
ვლადიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება საჭირო არ არის.

„უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. დღეისთვის არ არის საჭირო საყოველთაო მობილიზაცია. აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ დაამატა: „ვიდრე ჩვენი სამხედროები გვიცავენ, უნდა ვიმუშაოთ, ჩავდოთ ფული ეკონომიკაში, გამოვიმუშაოთ, რათა არმია დავაფინანსოთ“.