ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან

რუსეთის მიერ დამატებითი სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებიდან გაყვანის შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განცხადება ხერსონში გააკეთა, სადაც მან სამხედროების მზადყოფნა შეამოწმა.

„ის, რომ სამხედროები გაჰყავთ, არ ნიშნავს, რომ არმია არ უნდა იყოს მზადყოფნაში, რუსი ჯარისკაცების უკრაინის საზღვრებთან ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაბრუნდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის შემდეგ, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაასრულეს და პირველ მაისამდე დატოვებენ, როგორც უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიებს, ისე ყირიმს.

ამასთან, შოიგუმ მოუწოდა რუსეთის არმია მზადყოფნაში იყვნენ რეაგირებისთვის, თუ ნატო-ს მიერ დაგეგმილი სწავლება „ევროპის დამცველის“ მიმდინარეობის ადგილებში სიტუაციის არახელსაყრელი განვითარებისთვის“.