ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის ორ ბანაკად გაყოფას ცდილობენ
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის ორ ბანაკად გაყოფას ცდილობენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან დაანონსებული ტელეხიდი არჩევნების წინ გადადგმული იაფფასიანი პიარნაბიჯია, რომლის მიზანიც იყო უკრაინელების ისევ ორ ბანაკად დაყოფა, – ეს განცხადება ზელენსკიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„ერთ-ერთ ბანაკს პოლიტიკოსები მოუყვებიან: მოდით დავივიწყოთ წყენა, ჩვენ ხომ მოძმე ერი ვართ. მერე რა, რომ ათასობით ჩვენი ბიჭი დაიხოცა. მეორე ბანაკს პოლიტიკოსები მოუწოდებენ აღშფოთებისკენ და პატრიოტიზმს ამოფარებულები არჩევნებზე ქულების მოსაპოვებლად გაემართებიან. ნახეთ, როგორ გმირულად ვეწინააღმდეგები პუტინს, რომელსაც მართალია, ხუთი წელი ვერ ვამჩნევდი, მაგრამ მაინც… დაიწყებენ ტელეკომპანიის დარბევას და გადაწვავენ მას, რაც შექმნის გადასარევ სურათს რუსული ტელეკომპანიებისთვის, რომლებიც უმალ გაავრცელებენ ცნობას გამხეცებული ფაშისტების შესახებ, რომლებიც უკრაინაში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენ.

მაშინ, პოლიტიკოსები პირველი ბანაკის წარმომადგენელ უკრაინელებს მოუყვებიან: დროა, ამ ხუნტის მმართველობა დასრულდეს. აგვირჩიეთ ჩვენ. კიდევ მთელი ეს ილეთი მისცემს საშუალებას რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოს. რუსები იტყვიან: აი, ნახეთ ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ და უკრაინელებს არ სურთ! იქნებ დადგა დრო, მოგვიხსნათ სანქციები? მე მივმართავ თითოეულ უკრაინელს! ჩვენ ბანაკი არ ვართ და ჩვენ არვინ უნდა დაგვყოს. ახლა თქვენით მანიპულირებენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ძალიან სურთ მოხვდნენ პარლამენტში. ამ პოლიტიკოსებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ერთიც და მეორეც თქვენს ძარცვას დაიწყებს. დაფიქრდით: ე.წ. პროევროპული და ე.წ. პრორუსული პოლიტიკოსები გადასარევად და მშვიდად ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდიგვერდ კიევთან ახლოს მდებარე ცნობილ დასახლებაში. უმაღლეს რადაში საჩვენებელი ჩხუბებისა და სატელევიზიო სტუდიებში ხმაურიანი კამათის შემდეგ, ისინი სამ მეტრიანი ღობით შემოსაღვრულ რომელიმეს აგარაკზე იკრიბებიან და ძვირადღირებულ ვისკის სვამენ. ეს ვისკი თქვენი სამი თვის ხელფასი ღირს და რა გგონით, ვის სადღეგრძელოს სვამენ? რუსეთის ან ევროპის? ზუსტად ვიცი, რომ უკრაინის სადღეგრძელოს არავინ ამბობს. ამიტომ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტელეხიდის ორგანიზების გეგმების გამო, კიევში, ტელეკომპანია „ნიუ ვანის“ ოფისთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ტელეხიდის წამყვანები მარია სიტელი და რუსი ტელეწამყვანი ანდრეი მალახოვი უნდა ყოფილიყვნენ. ტელემარათონის სახელწოდება „საჭიროა ვისაუბროთ“ უნდა ყოფილიყო, თუმცა ტელეკომპანიამ ტელეხიდის გამართვა გადაიფიქრა და ამის მიზეზად არხმა ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები დაასახელა.

დატოვე კომენტარი