ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის ხელისუფლებამ ისტორიაში პირველად ქვეყნის 10 მთავარ კონტრაბანდისტს სანქციები დაუწესა
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის ხელისუფლებამ ისტორიაში პირველად ქვეყნის 10 მთავარ კონტრაბანდისტს სანქციები დაუწესა

უკრაინის ხელისუფლებამ ისტორიაში პირველად ქვეყნის 10 მთავარ კონტრაბანდისტს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „შავი პარასკევი“ დაუდგათ მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც ქვეყანას ძარცვავს.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული პირების აქტივები და ანგარიშები დაიბლოკა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის შეეხო სანქციები.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, კონტრაბანდა ეკონომიკური ტერორიზმია და ეს ერთადერთი ათეული არ არის, ვისაც სანქციები შეეხება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ათობით მებაჟე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.