ვლადიმირ ზელენსკი - საქართველოსა და უკრაინას ბევრი რამ გვაერთიანებს, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, წარსულს ჩაბარდება 
ვლადიმირ ზელენსკი - საქართველოსა და უკრაინას ბევრი რამ გვაერთიანებს, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, წარსულს ჩაბარდება 

ნამდვილად მოხარული ვარ მივიღო ასეთი ძვირფასი სტუმრები. უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას ბევრი რამ აერთიანებს.

„ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრები, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება წარსულს. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მაინც გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმყოფება.