ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა და საქართველო იზიარებენ საერთო მიზანს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა და საქართველო იზიარებენ საერთო მიზანს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები

უკრაინა და საქართველო იზიარებენ საერთო მიზანს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მათ ორი ქვეყნის ევროატლანტკური მისწრაფებები განიხილეს.

„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები. ასევე, განხილული იყო ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროდ გავხადოთ“, -წერს უკრიანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

უკრიანის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ უკრიანისა და საქართველოს საერთო ამოცანაა, მეგობრული კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორების რეალური შინაარსითა და კონკრეტული პროექტებით გაძლიერება.

„ჩვენი ქვეყნები იზიარებენ სუვერენიტეტის, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საერთო გამოწვევებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.