ვლადიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერი განცხადებისთვის, სოციალური ქსელის საშუალებით მადლობას უხდის.
„მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდასაჭერად გაკეთებული მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ სანდო პარტნიორებით უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, რომლებიც ასოცირებულ სამეულში შედიან, ევროკავშირის მომავალი უცვლელია. ჩვენ ერთობლივად ვემზადებით ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“,- წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა.
Thank you, @Zourabichvili_S, for a strong statement of solidarity & support for 🇺🇦. We’re stronger with reliable partners. For our friendly countries of the Associated Trio, the 🇪🇺 future is unalterable. We’re jointly preparing for the Eastern Partnership Summit in Brussels.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 8, 2021