ვლადიმირ ზელენსკი - პუტინთან მოლაპარაკება რთულია, თუმცა იყო მომენტები, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მოვრიგდით
ვლადიმირ ზელენსკი - პუტინთან მოლაპარაკება რთულია, თუმცა იყო მომენტები, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მოვრიგდით

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები რთულია, რადგან ის დეტალურად შლის თითოეულ საკითხს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ნორმანდიული სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკება (პუტინთან)? მოლაპარაკება რთულია, ძალიან, თუმცა დღეს იყო მომენტები, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მოვრიგდით“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი თითოეულ საკითხს ძალიან დეტალურად განიხილავს.

„შლის ამ საკითხს დეტალურად, ჩვენ ვიწყებთ ყოველი სიტყვის რეგულირებას, ანუ ეს რთულია. მე უბრალოდ სხვანაირი ადამიანი ვარ, სწრაფი: მეგონა – ერთი-ორი და შევთანხმდით. არა, აქ სხვაგვარადაა, სხვა ბუნებრივი ბიომექანიკაა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ამავე დროს, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარიზში გამართული მოლაპარაკებები „ფრედ“ დასრულდა.

„ახლა სწორია დიპლომატად ყოფნა. მოდით, ვთქვათ: ჯერჯერობით ფრეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი