ვლადიმირ ზელენსკი - პარტნიორები მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პოლონეთში მიმდინარე ვიზიტისას აღნიშნა, რომ დონბასში გრძელდება კონფლიქტი, სადაც უკრაინა კვლავ იბრძვის დამოუკიდებლობისთვის.
ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„პარტნიორები მხარს უჭერენ უკრაინას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. თქვენი ყველას მადლიერი ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტია, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძული ანექსირებულია. სწორედ ეს არის ევროპაში მიმდინარე ომი და ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრისას.