ვლადიმირ ზელენსკი - ოსკარის მიღება და აშშ-ში პოპულარობის მოპოვება ყოველთვის მსურდა, ახლა აშშ-ში პოპულარული ვარ, თუმცა არა ამ გზით
ვლადიმირ ზელენსკი - ოსკარის მიღება და აშშ-ში პოპულარობის მოპოვება ყოველთვის მსურდა, ახლა აშშ-ში პოპულარული ვარ, თუმცა არა ამ გზით

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას წარსულში ოსკარის მიღება და აშშ-ში პოპულარობის მოპოვება სურდა, თუმცა არა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის საქმით. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

ვლადიმირ ზელენსკის დაუსვეს კითხვა, იყო თუ არა უკრაინა ჩართული აშშ-ის პოლიტიკაში. ვლადიმირს ზელენსკიმ კი ამ თემასთან დაკავშირებით იხუმრა.

„ჩემი ყოფილი პროფესიების, მსახიობობის, პროდიუსერობისა და სცენარისტობის გამო ოსკარის მიღება და ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარობის მოპოვება მსურდა. ახლა მე აშშ-ში ძალიან პოპულარული ვარ, თუმცა არა ამ გზით“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრის დროს.

აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა.

დემოკრატები მიიჩნევდნენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა კონკურენტ ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მიზნით დახმარება საზღვრებს გარეთ, კერძოდ უკრაინაში ითხოვა.