ვლადიმირ ზელენსკი - ორმაგი მოქალაქეობის მომხრე ვარ, თუმცა ცალკეულ საზოგადოებასთან ან ქვეყანასთან მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური
ვლადიმირ ზელენსკი - ორმაგი მოქალაქეობის მომხრე ვარ, თუმცა ცალკეულ საზოგადოებასთან ან ქვეყანასთან მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მხარს უჭერს ორმაგი მოქალაქეობის საკითხს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა თითოეული ქვეყნის მიმართ განსხვავებული უნდა იყოს.

„დიახ, მე ორმაგი მოქალაქეობის მომხრე ვარ. ეს საკითხი უკრაინის პარლამენტარებს შორის განიხილება, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქტუალური საკითხი არის თუ არა დღეს ეს თემა“, – აღნიშნა უკრაინელმა ლიდერმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ყირიმის ოკუპაციამდეც და მას მერეც ახდენს მოსახლეობის პასპორტიზაციას და იმავეს აკეთებს ოკუპირებულ დონბასშიც.

„20 წელზე მეტი ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გადაცემა გრძელდებოდა. ახლა იგივე ხდება ოკუპირებულ დონბასის ტერიტორიაზე. დაახლოებით 600 000 რუსული პასპორტი გადანაწილდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი ვერ იქნება უნივერსალური. მიდგომა ცალკეულ საზოგადოებასთან და ცალკეულ ქვეყანასთან უნდა იყოს ინდივიდუალური“, – აღნიშნა ზელენსკიმ.