ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

23:55, 16.12.2019

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ასევე გაიმართება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.

ვიზიტის ბოლოს დაგეგმილია უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.

მსგავსი