ვლადიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდა
ვლადიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდა. ზელენსკის განცხადებით, დონბასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ფორმატში სასურველი აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის ჩართვაა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებული ფორმატი მის გაპრეზიდენტებამდე შეიქმნა, მაგრამ არსებულ სიტაუციაში მინსკის პროცესი უფრო მოქნილი უნდა იყოს.

„პროცესი უნდა ემსახურებოდეს აწმყოს და არა წარსულის მიზნებს. არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მინსკის ფორმატი, კორექტირება შევიტანოთ მასში. ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმატი. სიჩქარეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ხალხს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სურს ორმხრივი შეხვედრა გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუმცა ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი შინაარსია.

ამავე დროს, ზელენსკიმ უარყო რუსეთის ლიდერის წინადადება, რომელმაც კიევს ურჩია დაიწყოს დიალოგი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ წარმომადგენლებთან დონბასის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

მინსკის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს რუსეთის ხელისუფლება გამოეხმაურა.

კრემლში ვლადიმირ ზელენსკის მოსაზრებებს საგანგაშო სიგნალი უწოდეს.