ვლადიმირ ზელენსკი - ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი უკრაინასა და ალიანსს უკეთესი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს
ვლადიმირ ზელენსკი - ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი უკრაინასა და ალიანსს უკეთესი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს

ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი ქვეყანასა და ალიანსს საერთო უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო უკეთესი ურთიერთქმედების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„მადლობელი ვარ ალიანსის წევრების, უკრაინის მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებისთვის ერთობლივ ოპერაციებში მსოფლიოში მშვიდობის მხარდასაჭერად. ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი – პრაქტიკული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასა და ალიანს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო უკეთ იმუშაონ ერთად საერთო უსაფრთხოებისთვის“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინამ ნატო-სგან ახალი სტატუსი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. „ეს დღე დადგა. ღრმად მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორების ალიანსში, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. უკრაინამ საბოლოოდ მოიპოვა დამსახურებული ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.