ვლადიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ემანუელ მაკრონსა და ანგელა მერკელს შეხვდება
ვლადიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ემანუელ მაკრონსა და ანგელა მერკელს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მომავალ კვირას პარიზსა და ბერლინში ჩავა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი პარიზში 17 ივნისს ჩავა, მეორე დღეს კი, გერმანიაში გაემგზავრება. 18 ივნისს უკრაინის პრეზიდენტს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ბერლინის რეზიდენციაში უმასპინძლებს, შემდეგ კი, ვლადიმირ ზელენსკი ანგელა მერკელს შეხვდება. ეს მერკელისა და ზელენსკის პირველი შეხვედრა იქნება. მანამდე ლიდერები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ივლისში ნორმანდიული ოთხეულის ლიდერების შეხვედრა გაიმართოს.