ვლადიმირ ზელენსკი – მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში
ისტორიის რთულ მომენტებში საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო მადლობას უხდის.
„საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში. მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, მისი მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო“, – წერს ზელენსკი.
Ukraine and Georgia have always been side-by-side in the difficult moments of history. Grateful to @GakhariaGiorgi for the support and condolences.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) 10 January 2020