უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ყველა ოლქის გუბერნატორის თანამდებობის გათავისუფლების პროცედურა დაიწყო. მინისტრთა კაბინეტმა ჯერჯერობით მხოლოდ 13 გუბერნატორის გათავისუფლების საკითხი დააკმაყოფილა. როგორც სააგენტო „ლიგა“ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმა გაავრცელა.
„ჩვენ არ ვიცით მთავრობის შერჩევითობის პრინციპი. ვიმედოვნებთ, რომ ყველა გუბერნატორს დაითხოვენ“, – აღნიშნა მენდელმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი გუბერნატორების შერჩევის პროცესი გრძელდება.
„შერჩევის კრიტერიუმები ცნობილია: მოწესრიგებულობა, პროფესიონალიზმი, კორუფციული კავშირების არქონა. სასურველია, ასეთ ადამიანებს ასევე ჰქონდეთ იდეები მათი ადგილობრივი გუნდის შესახებ“, – განაცხადა მენდელმა.