ვლადიმირ ზელენსკი დღეს პრესმარათონს გამართავს
ვლადიმირ ზელენსკი დღეს პრესმარათონს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს პრესმარათონს გამართავს, რა დროსაც ჟურნალისტების შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხებს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესმარათონი კიევის ცენტრში ახალგახსნილი „ფუდმარკეტის“ ტერიტორიაზე გაიმართება.

ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს შეკითხვებს ჟურნალისტების 7-10-კაციანი ჯგუფები დაუსვამენ, რომლებიც ყოველ ნახევარ საათში შეიცვლებიან.