ვლადიმირ ზელენსკი – დადგა დრო, უკრაინამ და საქართველომ ნატო-სგან MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ

18:19, 15.04.2021

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნამდვილად დადგა დრო, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატო-სგან MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ზელენსკი.

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა.

მსგავსი